ნამდვილად საჭიროა სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ღეროს სიგრძის ჭიქები? - იქნებ ცოტა მეტისმეტია?
მარტივი პასუხი: დიახ, საჭიროა!
სხვადსხვა ღვინოს აქვს საკუთარი ფორმის ჭურჭელი, რომელიც სპეციალურად მისთვის შეიქმნა, რადგან ჭიქის ფორმამ მნიშვნელოვნად შეიძლება იმოქმედოს არომატზე, გემოზე და სასმლის დაგემოვნების საერთო გამოცდილებაზე.
იქნებით მოყვარული თუ ღვინის ექსპერტი, ღვინის ჭიქების მიღმა არსებული ხელოვნებისა და მეცნიერების გაგებამ, შეიძლება შეცვალოს თქვენი დამოკიდებულება და კმაყოფილება უძველესი ელექსირის მიმართ.
მაშ ასე, გაეცანი საფუძვლებს - რათა ყოველი ყლუპი კიდევ უფრო ამაღლებული გახდეს!
რატომ არის შუშის ჭურჭელი ასეთი მნიშვნელოვანი?
ისევე, როგორც ვენახის ნიადაგი და კლიმატი ახდენს გავლენას თითოეული ბოთლის ხასიათზე, ასევე ჭიქა, რომლიდანაც აგემოვნებთ, უმნიშვნელოვანესია საუკეთესო გამოცდილებისათვის.
- აერაცია: ღვინის ჭიქის თასის ფორმამ და ზომამ, შიძლება გავლენა მოახდინოს ჰაერის რაოდენობაზე ღვინოსთან კონტაქტში. უფრო ფართე თასი იძლევა ღვინის დიდ ზედაპირს, რაც საშუალებას აძლევს მას "ისუნთქოს", მეტი ჟანგბადი დაიკავშიროს. ამ პროცესმა კი, შესაძლოა, გააძლიეროს გემო და არომატი, განსაკუთრებით, წითელ ღვინოში.
- ტემპერატურა: ღვინის ჭიქის ღეროს სიგრძე საშუალებას აძლევს მსმელს დაიჭიროს ის, ღვინოზე სხეულის სითბოს გადაცემის გარეშე. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თეთრი და ცქრიალა ღვინოების შემთხვევაში, რომლებიც საუკეთესოდ გემოვნდება ცივ მდგომარეობაში.
- გემო: ჭიქის ზედაპირის ფორმას, შეუძლია ღვინო მიმართოს ენის კონკრეტული ნაწილებისკენ. ამით კი ხაზი გაესვას მჟავიანობას, სიტკბოს ან სიმწარეს.
- შუშხუნა: ცქრიალა ღვინოების შემთხვევაში, ჭიქის ფორმამ, შეიძლება გამოიწვიოს ბუშტების შეკავება და დუღილის შენარჩუნება.
როგორ ავირჩიოთ სწორი ღვინის ჭურჭელი ჩვენი საჭიროებების მიხედვით?
თითოეული ტიპის ღვინის ჭიქა შექმნილია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას კონკრეტული ღვინის ჯიშების უნიკალურ მახასიათებლებს. თქვენი კოლექციისათვის ღვინის ჭიქების არჩევისას, გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:
წითელი ღვინის ჭიქები
წითელი ღვინის ჭიქები, როგორც წესი, უფრო დიდი და მრგვალია, ვიდრე თეთრი ღვინის. ეს დიზაინი აადვილებს მეტ აერაციას, რაც საშუალებას იძლევა წითელ ღვინოებში გამოჩნდეს არომატები. ის ასევე მიმართავს ღვინოს გემოს რეცეპტორების ცენტრისაკენ, აწონასწორებს მის მჟავიანობასა და ტანინებს.
თეთრი ღვინის ჭიქები
თეთრი ღვინის ჭიქების თასის ზედაპირი მცირეა, რათა შეინარჩუნოს ტემპერატურა და არომატები. ამასთან, ის სასმელს მიმართავს ენის წვერსა და გვერდებზე, რაც ხაზს უსვამს მის მჟავიანობას. დახვეწილი სურნელის ეფექტურად დასაჭერად, რომელიც თეთრ ღვინოებს გააჩნიათ, საუკეთესოა ჭიქის ვიწრო ყელი.
სხვა სახის ღვინის ჭიქები
ცქრიალა ღვინის ჭიქები წარმოდგენილი უნდა იყოს თასისა და ღეროს გრძელი და მაღალი დიზაინით, რათა ბუშტებს ზევით აწევის საშუალება მიეცეთ და შენარჩუნდეს დუღილი.
დესერტის ღვინის ჭიქები კი სტანდარტულზე შედარებით მცირე ზომისაა, ისინი განკუთვნილია უფრო მაღალი ალკოჰოლური შემცველობის მქონე ღვინოებისთვის. მათი ფორმა ხელს უწყობს ამ მდიდარი და ხშირად ტკბილი ღვინოების გადატანას პირის ღრუსკენ.